ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ინფორმაცია ფირმა შპსკონექსი“- პროფესიონალური საქმიანობისა და მისი თანამშრომლების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ

საკონსულტაციო, საექსპერტიზო, საინფორმაციო და საპროექტო ფირმა შპს „კონექსი“ ჩამოყალიბდა 1997 წელს შენობებისა და ნაგებობების მშენებლობის დარგში მეცნიერებისა და დაპროექტების სფეროში იმ დროისათვის დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერ-მუშაკთა მიერ.

ფირმის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია:

  • კონსულტაციები შენობა-ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში;
  • სეისმომედეგი კონსტრუქციული სისტემების ანალიზი და სინთეზი;
  • რთული კონსტრუქციული სისტემების გაანგარიშება;
  • სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების დაპროექტება (კონსტრუქციული ნაწილი);
  • სატრანსპორტო ნაგებობების დაპროექტება;
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტება (ჰიდროტექნიკური და კონსტრუქციული ნაწილები);
  • დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერების პროექტების დამუშავება;
  • პროექტების კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა.

2008-2013 წლებში განხორციელებული ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი:

  1. სასტუმრო-სავაჭრო-საოფისე ცენტრი UP TOWN დიღომში 2007-2011 წწ.;
  2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შენობა 2010 წ.;
  3. TBC ბანკის შენობა ქ. ქუთაისში 2009 წ.;
  4. იუსტიციის სახლები მესტიაში, ყვარელში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, მცხეთაში, ზუგდიდში 2010-2012 წწ.;
  5. ქვემო ქართლის პროკურატურის შენობა ქ. რუსთავში 2012 წ.;
  6. მრავალფუნქციური შენობები: ა) ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. #7; ბ) ყოფილი შადიმოვის ქარვასლის ადგილას; გ) გამსახურდიას #30; დ) ქ. ქუთაისში, ა. წერეთლის ქ. #1 2008-2010 წწ.;
  7. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში ყიფშიძის, ჯიქიას, ყაზბეგის, წყალტუბოს, გამსახურდიას, ბოჭორმის ქუჩებზე, მოსკოვის გამზირზე, დაბა გუდაურში, დაბა ურეკში 2009-2012 წწ.;
  8. საჯარო სკოლის შენობები სოფლებში: შომახეთი, საირხე, ვაზიანი, გავაზი 2009-2011 წწ.;
  9. მრავალპროფილიანი საავადმყოფოს შენობები ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე, მარნეულში, გურჯაანში 2009-2010 წწ.;
  10. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია 2009-2012 წწ.;
  11. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო აკადემიის (ყოფილი მე-9 საავადმყოფო) შენობის რეკონსტრუქცია 2011-2012 წწ.;
  12. ბათუმის პორტის ნავმისადგომის დაზიანებული ნაწილის აღდგენა 2009 წ.;
  13. ბორჯომპარკში კლდოვანი ფერდის გაძლიერება 2010 წ.;
  14. ფოთის პორტთან შავი ზღვის აკვატორიის ნავთობპროდუქტებით დაბინძურებისაგან დაცვა 2011 წ.;
  15. ბორჯომში და ბაკურიანში წყლის დამუშავების სადგურები 2010-2011 წწ.;
  16. წინანდლის ღვინის ქარხნის რეკონსტრუქცია და ახალი სასტუმროს შენობა 2012 წ.;
  17. ლარსი ჰესი 2011-2012 წწ.;
  18. არაგვი ჰესის ნაგებობების დაპოექტება (კონსტრუქციული ნაწილი) და საავტორო ზედამხედველობა;
  19. საექსპერტო დასკვნები: ა) მტკვარი ჰესი 2009 წ. ბ) მდინარე ჭოროხზე კირნათი I, კირნათი II და ხელვაჩაური ჰესები 2011 წ. გ) მდინარე ფარავანზე არაკალი ჰესი, აბული ჰესი და ახალქალაქი ჰესი 2012 წ.;
  20. 30-სართულიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის შენობა ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის და კობალაძის ქუჩების გადაკვეთაზე;
  21. ახალსოფელი ჰესი 2012-2013 წწ.;

ფირმა შპს „კონექსი“-ს თანამშრომლები ინდივიდუალური კონტრაქტების საფუძველზე მონაწილეობას ღებულობდნენ:

  1. ქ. თბილისში, გ. ტაბიძის ხიდთან სატრანსპორტო კვანძის კონსტრუქციების დაპროექტება-მშენებლობაში 2012 წ.;
  2. ვაკე-იყალთოს ქუჩა დამაკავშირებელ გზაზე ხიდისა და ესტაკადის კონსტრუქციების დაპროექტებაში 2011 წ.;
  3. ქუთაისის აეროპორტის საფარის რეკონსტრუქციის პროექტში და რუსთავის ავტოდრომის საფარის დაპროექტებაში 2011-2012 წწ.;
  4. ჩელთი ჰესის სადაწნეო მილსადენისა და საგენერატორო სადგურის დაპროექტებაში;
  5. ენგურჰესის საგენერატორო სადგურთან მისასვლელი გვირაბის გაძლიერების პროექტი 2010 წ.;
  6. რიცეულა ჰესის ახალი სადერივაციო გვირაბის დაპროექტებაში 2010 წ.;
  7. ხადორი ჰესის საგენერატორო სადგურის დაპროექტბაში 2011 წ.;
  8. საავტომობილო გზის ესტაკადა ქ. ბათუმთან.